დავით ლორთქიფანიძე: ყველა ჩვენგანის ვალია, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ განათლებაში

„ყველა ჩვენგანის ვალია, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ განათლებაში“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე აცხადებს.
ამასთან, დავით ლორთქიფანიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელ გამოსვლას აფასებს და განათლების ეროვნულ კონცეფციას მნიშვნელოვნად აფასებს.
„ნამდვილად ისტორიული დღეა და ძალიან დიდი შესაძლებლობები განათლებისთვის. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, მე ვხედავ, რომ ეს არის მეცნიერების განვითარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდება საზოგადოებრივი განათლება. შეუძლებელია, ქვეყნის განვითარება, თუ არ იქნება ფართო მასშტაბის, ბავშვობიდან განვითარება და სწორედ ჩვენს სფეროს, მუზეუმებს, კულტურულ დაწესებულებებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ზოგად განათლებაში. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის. განათლება არის ძალიან ფართო ცნება, ეს არ არის მხოლოდ სკოლებისთვის და უნივერსიტეტისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, ყველა ჩვენგანის ვალი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ განათლებაში. მე ვხელმძღვანელობ სწორედ იმ დაწესებულებას, რომელსაც ეს უშუალოდ ევალება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მთლიანად ჩვენი განათლება უნდა იდგეს ისტორიაზე და ჩვენს ისტორიულ ღირებულებებზე“, – აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ქვეყნის ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები