როინ მეტრეველი: მისასალმებელია, რომ განათლება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად დასახელდა

აკადემიკოსი როინ მეტრეველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდის მიერ მთავარ პრიორიტეტად განათლება სახელდება. მისივე თქმით, განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდა მნიშვნელოვანია სისტემის გაფართოებისთვის.
​აკადემიკოსის სურვილია, რომ მეტი ყურადღება სამეცნიერო დარგებს დაეთმოს.
“ის, რაც მოვისმინეთ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი ისაა, რომ დაფინანსება ხდება, გაზრდა ხდება დაფინანსების, ეს რეალურია და აუცილებელია იმისთვის, რომ განათლების სისტემა უფრო გაფართოვდეს, გაიზარდოს და უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. აქ არის მთელი რიგი სხვა საკითხები, სხვა დროს იქნება ამაზე მსჯელობა, კონკრეტული სხვა საკითხებიცაა, დარგების განვითარების მიხედვით. მეტი ყურადღება უნდა ქართველოლოგიის დარგს, კავკასიოლოგიას საერთოდ – პრიორიტეტი საქართველოს მეცნიერებისათვის. ყველა დარგი საჭიროა, მაგრამ ამ დარგებს მეტი ყურადღება სჭირდება. მისასალმებელია, რომ განათლება დასახელდა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად. მთავარი არის, რომ რეალურად გატარდეს ცხოვრებაში. ეს არის უდიდესი საქმე. ასეთი მასშტაბი არასდროს ყოფილა საქართველოში”, – აღნიშნა როინ მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები