ქართველმა პიანისტმა ისრაელში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

იერუსალიმის Eden-Tamir Music center-ში  ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ალექსანდრე ჯულაყიძის სოლო კონცერტი გაიმართა. ქართველმა ხელოვანმა კონცერტზე შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ორი საფორტეპიანო სონატა, ფრედერიკ შოპენის ბალადა და ორი პოლონეზი.
ისარაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  ჯულაყიძის ეს კონცერტი, ერთდროულად, მისი საგამოცდო შესრულებაც გახლდათ, რომელსაც საერთაშორისო რანგის ოთხი მაესტრო აფასებდა – ოთხივემ, ქართველ პიანისტს, უმაღლესი – 100 ქულა მიანიჭა.
შარშან, ისრაელის საფორტეპიანო კონკურსში „Kalmi Piano Competition 2018“, ალექსანდრე ჯულაყიძემ პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები