„ლიგამუსი“ მარიო ვარგას ლიოსას რომანის წარდგენას უმასპინძლებს
7 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მარიო ვარგას ლიოსას რომანის – „ბოლო ჟამის ომის“ – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, რომანზე, მის ისტორიულ კონტექსტებზე და პარალელებზე გურამ დოჩანაშვილის რომანთან „სამოსელი პირველი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და წიგნის მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი ისაუბრებენ. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი.
ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი პერუელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას რომანი აღწერს ტრაგიკულ და მრავალმხრივ საინტერესო ისტორიულ მოვლენას, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს განვითარდა ბრაზილიის მთავრობასა და რელიგიურ თემს შორის. ეს კონფლიქტი მსოფლიო ისტორიაში „კანუდოსის ომის“ სახელითაა ცნობილი და დღემდე იდუმალების საბურველი მოსავს.