მურმან ჯინორია და დათო ევგენიძის ბენდი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს
8 მარტს, 19:00 საათზე, ,,ქართული ღვინის ფონდი“ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მონაწილეობენ: დათო ევგენიძე და მისი ბენდი – ლევან კემულარია, გია სალაღიშვილი, სანდრო ბიბი კვაჭაძე.
გალაკტიონ ტაბიძის ლექსთა კრებულის პერფორმანსს წარმოადგენს მურმან ჯინორია; დათო ევგენიძის ავტობიოგრაფიულ ლექსთა და ვერლიბრთა წარდგენა და „არტექსპოს“ გამარჯვებული ახალგაზრდა მხატვრის, თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
სასიამოვნო გარემოში ,,ქართული ღვინის ფონდი” დამსწრე საზოგადოებას ტრადიციული ღვინითა და აპეტაიზერით უმასპინძლებს.
ბილეთის ფასი – 30 ლარი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროში, 11:00-დან 19:00-მდე (სამშაბათისა და კვირის გარდა).