ამირან გამყრელიძე: წითელას ეპიდაფეთქების შესაჩერებლად დამატებით 350 000 ადამიანი უნდა აიცრას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს, დამატებით, 350 000 ადამიანი უნდა აიცრას.
​მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, 2 თვეში, დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა.
„წელს გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, პირველი იანვრიდან დღემდე, 2180-მდე შემთხვევა გვაქვს. აქედან, დაახლოებით, 60%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა. დამატებითი აცრები განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს. ამ თვენახევარში უკვე დამატებით 950 000 ადამიანია აცრილი და ამას თუ ბავშვების გეგმიურ აცრებს მივუმატებთ, 2 თვეში, დაახლოებით, 24 000 ბავშვი აიცრა. მაგრამ წელს დამატებით 350 000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდეს.
შარშან და წელს გარდაცვალების 3 შემთხვევა გვაქვს, სამივე ბავშვი იყო და სამივე აუცრელი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები