სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
10 მარტს, 17:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, მხატვრისა და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა აგრძელებს გამოფენების ციკლს „მხატვრობა ბალეტში“, ამჯერად წარმოდგენილი იქნება მხატვრის ჩანახატები და მუზეუმში დაცული საბალეტო კოსტიუმების ასლები.
ვახტანგ ჭაბუკიანი სოლიკო ვირსალაძეს მარია პერინის საბალეტო სტუდიიდან იცნობდა და მათ წლების მანძილზე მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდათ. მხატვარმა1937 წელს პეტერბურგში გააფორმა ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტები ა. ბალანჩივაძის “მთების გული”, ა. კრეინის “ლაურენსია”.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას 31 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.
დასწრება თავისუფალია
მის: თბილისი, დ. აღმაშენებლის 83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი.