15 წლის ნინოს დახმარება ესაჭიროება – “ჰიგიენური საშუალებები, წამლები და “ბლენდერი” არ გვაქვს”

15 წლის ნინო მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. გოგონა დაავადებულია ეპილეფსიით და ჰიდროცეფალიით. ეს ის დაავადებებია, რომლებიც ნებისმიერი მშობლისთვის როგორც წინასწარი განაჩენი ისე ჟღერს.

15 წელია, რაც ეს პაწაწინა არსება გამუდმებული ტკივილებისა და კრუნჩხვებისგან იტანჯება, ხოლო ჰაერის უკმარისობა კიდევ უფროს ართულებს მის ისედაც უმძიმეს მდგომარეობას. ნინოს არ შეუძლია სიარული, ვერ ლაპარაკობს, ხედავს ცუდად და შეკითხვებზე არ რეაგირებს. იგი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმყოფება სადღაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ცასა და მიწას შუა…

ჩვენ მოვინახულეთ ეს ოჯახი, სადაც უკიდურესი სიღარიბეა. დედა-შვილი კორპუსის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მათ ერთადერთ შემოსავალს გოგონას პენსია წარმოადგენს, რომელიც I ჯგუფის ინვალიდია.

როგორ უმკლავდება ამ სირთულეებს და რისი იმედი აქვს? ამ შეკითხვებით „ჩერნოვეცკის“ ფონდის წარმომამდგენელმა ეკატერინე ემინაძეს, ნინოს დედას მიმართა:

 -სად არის გოგონას მამა, რატომ არ გეხმარებათ იგი შვილის მოვლაში?

ეკატერინე: იგი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ნინოს დაბადების შემდეგ, ჩემი მეუღლე რაღაც პერიოდი ცხოვრობდა ჩვენთან, ხოლო მერე მიგვატოვა. შვილის აღზრდაში დედა მეხმარებოდა: მოდიოდა და ამზადებდა სადილს, ტანს ბანდა ბავშვს, უცვლიდა საფენებს. მე ამ დროს წაქცევაზე ვიყავი, რადგან ღამით ვდარაჯობდი შვილს. სწორედ ღამით ემართება ნინოს კრუნჩხვები და სულის ხუთვა. ასე რომ,  ვიბრძოდი და ვიბრძვი  მისი ყოველი ამოსუნთქვისთვის. ნათესავებიც მეხმარებოდნენ შეძლებისდაგვარად და ამ გზით მოვიტანეთ თავი დღევანდელ დღემდე.

– სახელმწიფოს მხრიდან რა სახის დახმარებას იღებთ?

 ეკატერინე: რაზეა საუბარი – 6 წლის წინ შეგვიჩერეს სახელმწიფო ფულადი დახმარება. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი ბინა მაქვს და დედაჩემის მიერ მოტანილი ელემენტარული ავეჯი.

– ჩვენ დავწერთ ამის შესახებ და იმედია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მოგაქცევთ ყურადღებას.

ეკატერინე: თქვენი იმედი მაქვს, დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ ჩემი შვილის სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით შეიძლება მისთვის მძიმე ყოფის შემსუბუქება, სიცოცხლის გახანგრძლივება. თქვენი ფონდის მეშვეობით მინდა მივმართო ქველმოქმედ ადამიანებს, რომ გამომიწოდონ დახმარების ხელი, რათა ჩემმა გოგონამ კიდევ იცოცხლოს.

-კონკრეტულად რა სახის დახმარება გჭირდებათ ამ ეტაპზე?

ეკატერინე: იქნებ ვინმემ ექიმის ვიზიტი დააფინანსოს, ბოლოს დროს ნინოს განსაკუთრებით აწუხებს ხერხემალი… მას კიდევ ძალიან უჭირს ყლაპვა და მიხდება საჭმლის „დანაყვა“. ბლენდერი რომ მქონდეს, ამას მარტივად გავაკეთებდი, რადგან  სპეციალურ კვებას ვერ ვყიდულობ, ჩემთვის ძალიან ძვირია… თუმცა დღეს ყველაზე მეტად ნინოს მაინც მედიკამენტები და ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება.

“მეგობრებო, ნინო ჩუტკერაშვილს ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები, წამლები, სპეციალური საკვები პროდუქტები, ორთოპედიული მატრასი,  ბლენდერი. შემოუერთდით ჩვენს საქველმოქმედო აქციას და გაუწოდეთ მას დახმარების ხელი.

დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ჩუტკერაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც:

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები