საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებს ბოტსვანას დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბოტსვანას რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა და უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები გააცნო.
საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა დელეგაციის წევრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისების, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
დელეგაციის შემადგენლობაში ბოტსვანას რესპუბლიკის რეფორმების, სტრატეგიული დაგეგმარების, ეროვნული შემოსავლების, მრეწველობის, კომუნიკაციებისა და სხვა მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები