„ოპერის კამერატას“ კონცერტი გაიმართება

8 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ოპერის თეატრის კამერული ორკესტრის „ოპერის კამერატას“ პრეზენტაცია – კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტზე შესრულდება მოცარტის, მენდელსონის, ბარტოკის, ცინცაძის და მაჭავარიანის ნაწარმოებები.
ორკესტრში გაერთიანებულია ოპერის თეატრის ყველა წამყვანი მუსიკოსი, ყველა ჯგუფის წამყვანი კონცერტმაისტერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები