თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II კვარტლების, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში ამავე მიზეზით, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ლოჭინის ხევის, ირინა შტენბერგის, ჯამბულ წურწუმიას, ბ. ჭიჭინაძის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ქვილითაიას, ველის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, ირინე ალექსიძის, ლალაევა-ედიბერიძის, გუმათჰესის, გურგენიძის, ოდიშელიძის, ცისკარიშვილის, ჭიჭინაძის, ენგურჰესის, ნიკოლოზ აფხაზის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის და ფრონეს ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, გახოკიძის, თრიალეთის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დამპალოს, დვალის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი, 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუნიას, გოგებაშვილის, ბელინსკის, ჭოველიძის, თარხნიშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: როსტომაშვილის, გუდარეხის, ნინიძის, წულაძის, დიდგორის, ბალადანის, ბერი გაბრიელ სალოსის, ციხისძირის, შალვა დოლიძის, ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, გია ბაქარაშვილის და ჩოხელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს მთის, მიხეილ ასათიანის, შევარდენიძის, საირმის, ცინცაძის, საბურთალოს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, კარტოზიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ხოლო ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, გიორგი ბრწყინვალეს, კოსტავას, ანაგის, გაგარინის, შარტავას, დარასელიას და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, ვასო გოძიაშვილის, შმიდტის, ბურძგლას, პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის, ვაგზლის მოედნის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, წყაროთ უბანის, ხევისპირის, წყაროთუბნის, ფარსმან II ქველის, ტაბატაძის, ჯაბიძის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და ალეკო გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რომის, კოლხეთის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები