ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური საქართველოში ჩამოასვენეს

ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახის ახლობლები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. გემი ლიბიის ნავსადგურ მისურატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური ღამით გემბანიდან გაუჩინარდა. 21 იანვარს კი ქართველი მეზღვაური სანაპიროზე, გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები