“წერილი დაუტოვებია 7 წლის შვილისთვის, მაპატიეო” – 30 წლის ჩოხატაურელმა მამაკაცმა თავი მოიკლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის მკვიდრმა 30 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც “კვირას” სოფლის რწმუნებულმა, ელზა ზაქარეიშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი დაოჯახებული იყო, მას მეუღლე და შვიდი წლის მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.
სოფლის რწმუნებულს უჭირს საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება გამხდარიყო თვითმკვლელობის მოტივი.
“არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. არ ვიცი, ვერ ამოგვიხსნია, რატომ გადადგა ეს საშინელი ნაბიჯი. წერილი დაუტოვებია შვილისთვის, “მამა, მაპატიეო”, სხვა არაფერი არ ვიცით, ყველანი საშინლად განვიცდით მომხდარს”, – აღნიშნა ელზა ზაქარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი მშობლიურ სოფელში უკვე გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები