პროკურორი: მამუკა ხაზარაძის წერილი არის, კომპიუტერში დაბეჭდილი ჩვეულებრივი ტექსტი რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განცხადა, რომ ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილზე არანაირი მაიდენტიფიცირებული ნიშანი არ არსებობს.
“წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს არის ჩვეულებრივი წერილი, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტით, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს”,- განაცხადა პროკურორმა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს დღეს იმ წერილის ასლი გადასცა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მიიღო.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, წერილი მუქარის შემცველი ხასიათის იყო.
შს მინისტრმა წერილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ იგი „წერილებს არ წერს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები