ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე მედიაწიგნიერების შესახებ მოხსენება წარადგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა.
მოხსენება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიაწიგნიერების პროგრამების განვითარების და განხორციელების აუცილებლობას, ასევე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეებთან დაკავშირებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირების საკითხებზე ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების შესწავლას, სოციალური მედიის მოხმარებას, მიღებული ინფორმაციის სწორად გაანალიზებასა და შეფასებას შეეხებოდა.
„მედიაწიგნიერების საკითხი ევროსაბჭოში მუდმივი განხილვის საგანია. ის მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დეზინფორმაციის და პროპაგანდის საფრთხეების შესამცირებლად. ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს ეროვნულ დონეზე შემუშავებული პოლიტიკა მცდარ და პროპაგანდისტულ ინფორმაციასთან გასამკლავებლად და მნიშვნელოვანია რომ, ასვე, ევროსაბჭოს ფორმატში იყოს განხილული ერთიანი მიდგომები ამ საკითზე. დღეს, საქართველოს გამოცდილებაზეც ვისაუბრე. საქართველოს მედიაწიგნიერების პროგრამებს ახლა ავითარებს. ამ პროგრამების წარმატებულობა მუდმივად უნდა გავზომოთ და შევაფასოთ ყველა იმ პირების მონაწილეობით, ვინც ამ საკითხზე მუშაობს და გამოცდილება დაუგროვდა და ბუნებრივია, განვაახლოთ ყველა საჭირო შემთხვევაში”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
კომიტეტის სხდომაზე დისკუსიაში მონაწილეობისთვის და მოსაზრებების წარსადგენად მოწვეულები იყვნენ ექსპერტები ტარლა მაქგონეილ, ტომ ლო, სტეფან ჰოებეკი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები