ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დახვდა და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
​თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცებს მისიის დასრულება საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში მონაწილეობდა. ქართული კონტინგენტი, კაპიტან კახაბერ ასათიანის მეთაურობით, დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ იყო განთავსებული.
მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
ოცეული ასევე, ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს ეროვნული გვარდიის მხრიდან მესამე როტაციას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები