„წერილი თან მაქვს“- მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოცხადდა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მისი გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.
სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
“წერილი თან მაქვს”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო ისაუბრეს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.
“არჩევნების მეორე ტურის წინ, მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე – ეს წერილი მე მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები