ეროვნულ ბიბლიოთეკაში არაფორმალური განათლების პროექტებისა და კლუბების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რადიოპროექტის, არაფორმალური განათლების პროექტების და კლუბების პრეზენტაცია გაიმართა.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ფენდის“ მხარდაჭერით შეიქმნა მოსწავლეთა რადიო. უკვე ეთერშია გადაცემა – „51“, პარასკევს, 20:00 და გადაცემა – „art 51“, სამშაბათს, 17:00.
გადაცემების ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია სკოლის fc გვერდზე – 51public school.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა –  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ; რადიოპროექტის პრეზენტაცია წარადგინეს – ნანა ვერულაშვილმა, მარიამ კაცაძემ, ანი ნიკოლეიშვილმა, სალომე ელიავამ, გიზი გვენცაძემ.
„რადიო ჩემი ხმის“ პრეზენტაცია თინათინ მესხმა და ელზა ფანცურიამ გამართეს, ხოლო არაფორმალური განათლების პროექტების და კლუბების პრეზენტაცია – ლევან გახოკიამ და მარიამ ბერძიშვილმა.
სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროექტებზე ნათია დოლიძემ ისაუბრა.
დასასრულ,  რადიო „საქართველოს ხმასთან“ მემორანდუმი  გაფორმდა.
რადიოგადაცემებზე მუშაობისას შეიქმნა მოსწავლეთა ჯგუფები ინტერესის სფეროს მიხედვით.
მოსწავლეთა ნაწილი მუშაობს სარედაქციო მიმართულებით, ნაწილი – მონტაჟისა და პიარის მიმართულებით. ისინი ეტაპობრივად გადიან გადაცემის მომზადების და მონტაჟის ტრენინგებს.
რადიოგადაცემები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, არაფორმალური განათლების მიმართულებით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიულ უნარებს.
პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ლუკა პატარკაციშვილის ნამუშევრების გამოფენა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები