საქართველოში „მორაგბეთა ასოციაცია” დაფუძნდა

“საქართველოს რაგბის კავშირის” ხელშეწყობით „მორაგბეთა ასოციაცია” დაფუძნდა. როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეკონფერნეციაზე „მორაგბეთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ლექსო იორდანიშვილმა განაცხადა, ასოციაციაში გაწევრიანების საშუალება აქვთ როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ მორაგბეებს, მიუხედავად მათი ასაკისა და სქესისა.
„ასოციაციის საქმიანობაა მოქმედ და ყოფილი მორაგბეების კეთილდღეობაზე
ზრუნვა, სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ მოთამაშეების უმტკივნეულო ინტეგრირება სოციუმში, სწავლება-გადამზადება, სამსახურის მოძიება.
„მორაგბეთა ასოციაცია“ იმუშავებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: მორაგბეთა ინტერესების დაცვა, მორაგბეთა მორალურ, ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა; პროფესიონალი მოთამაშეებისათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება; მორაგბეების ფორმაცია, გადამზადებასა, განათლებაზე და და რეკონვენციაზე ზრუნვა; მორაგბეთა მუტაციის (კლუბის შეცვლის) დროს შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა; მორაგბეებისათვის სამსახურის მოძიება და სხვა”, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „მორაგბეთა ასოციაცია“ დააფუძნეს მოქმედმა და ყოფილმა მორაგბეემა, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოს თუ უცხოეთის კლუბებში მოთამაშე სპორტსმენთა პრობლემებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები