პაატა იმნაძე: გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება

“გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან თავი ტკიპების დაკბენისგან. ამასთან, პაატა იმნაძემ ზამთრის სეზონზე გავრცელებული გრიპის ვირუსის შემთხვევები შეაჯამა და განაცხადა, რომ გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, ორნახევარჯერ იკლო. მისივე განმარტებით, გრიპის შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია.
პაატა იმნაძის ინფორმაციით, მთელი ზამთარი ე.წ. ღორის გრიპი (H1N1) აქტიურად ცირკულირებდა, ახლა ცირკულირებს H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც. „გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს კვლავ ვურჩევთ, აიცრან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები