თებერვლის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, თებერვლის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 193 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 30 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 67, გურიაში – 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 16 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 8 ფაქტი, შიდა ქართლში – 87, ქვემო ქართლის მასშტაბით – 43, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 61 ფაქტი დაფიქსირდა“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები