„თი-ბი-სის“ სტიპენდიანტების პროექტი გრძელდება (ვიდეო)

„თი-ბი-სის“ 200-მა სტიპენდიანტმა პირველი სტიპენდია უკვე მიიღო. ნიჭიერ ბავშვებს მარტიდან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ.
“თი-ბი-სის სტიპენდიანტები” „თი-ბი-სის“ 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. წელს, „თი-ბი-სის“ ინიციატივით, პროექტის ფარგლებში, 200 ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.
ბენეფიციარი ბავშვები სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირთან მუშაობის შედეგად შეირჩნენ, ისინი გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში.
პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს, კერძოდ, ბავშვები შეირჩნენ ჭუბერიდან, გორიდან, წნორიდან, წეროვანიდან, თბილისიდან, ლექოკიდან, ბარისახოდან, უწერადან, არახვეთიდან, ქუთაისიდან, კარალეთიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ხონიდან, ამბროლაურიდან, სენაკიდან, პატარძეულიდან და სხვ.
„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი”, – განაცხადა „თი-ბი-სის ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, სტიპენდიანტების პროექტი არ იქნება ერთჯერადი და „თი-ბი-სი“ მსგავს პროექტს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები