თიანეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთნ ერთად, ღულელების საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო.
სოფელი ღულელების საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია თითქმის 40 წლის განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდა, მოეწყო სველი წერტილები, საკანალიზაციო და ცენტრალური გათბობის სისტემები. საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.
„ჩვენს რეგიონს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შეემატა. მიმდინარეობს სამი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი თიანეთში. ასევე, დაგეგმილია ბაღების რეაბილიტაცია დანარჩენ მუნიციპალიტეტებში. ვმუშაობთ აქტიურად, რათა ჩვენმა პატარებმა სკოლამდელი განათლების მიღება ჯანსაღ გარემოში შეძლონ“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
ღულელების საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 150 117 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები