„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ თებერვალში ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევის 2549 შემთხვევა გამოავლინა

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მიმდინარე წლის თებერვალში დარღვევის 2549 შემთხვევა გამოავლინა. საუბარია სიცოცოხლისთვის საშიში მოწყობილობებისა და გაზზე დაერთების ხარვეზებზე.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დარღვევების სტატისტიკას თბილისის უბნების მიხედვითაც აქვეყნებს:

▪ გლდანი – 399
▪ ჩუღურეთი – 378
▪ ნაძალადევი – 349
▪ სამგორი – 306
▪ ისანი – 200
▪ ნუცუბიძე – 160
▪ ვაკე – 150
▪ კრწანისი – 147
▪ ვაზისუბანი – 121
▪ სანზონა – 106
▪ მთაწმინდა – 85
▪ საბურთალო – 58
▪ წყნეთი – 47
▪ დიდუბე – 23
▪ დიღომი – 23

„საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე ყველამ თანაბრად უნდა ვიზრუნოთ! თითოეულმა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ უფასო სერვისით და იცხოვროს უსაფრთხოდ!“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერს – 114.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები