ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ სახელს იცვლის

„ფრაქციას სახელი შეეცვლება და იქნება „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, მას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური შეუერთდნენ.
„დღეს ჩვენს ფრაქციას გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური შემოუერთდნენ. ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და მიხარია, რომ ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება ვიმსჯელოთ მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. მით უმეტეს, რომ თანამოაზრეები და ბატონ გიასთან ერთად თანამებრძოლებიც ვართ . მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციას სახელი შეეცვლება და იქნება „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“. შემდეგი გეგმების შესახებ მომავალში დეტალურად გაცნობებთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, დეპუტატებმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და ფრაქცია „პატრიოტებში“ გაწევრიანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები