ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულ ქალბატონებს დედის დღესთან დაკავშირებით, საჩუქრები გადაეცათ (ფოტოკოლაჟი)

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებული 210 ქალბატონი, დედის დღესთან დაკავშირებით, ფასიანი საჩუქრებით წაახალისეს. 7600 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მათთვის პროფკავშირულმა ორგანიზაცია “სამთომეტალმა” შეიძინა და ქარხნის ხელმძღვანელობასთან ერთად გადასცა.
“ქარხანაში, სადაც ქალბატონები, ყოველდღიურად, თავდაუზოგავად შრომობენ მეტალურგებთან ერთად და მამაკაცებზე არანაკლებ იღწვიან პროდუქციის ხარისხისათვის, ჩვენგან არა მხოლოდ მარტში, ყოველდღიურად იმსახურებენ დაფასებასა და გულითად მადლობას.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ფეროშენადნობთა ქარხანაში წარმოუდგენელი იქნებოდა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საწარმოო პროექტის განხორციელება მათი ჩართულობის გარეშე. მინდა, ყველა ქალბატონს მივულოცო ეს ღირშესანიშნავი დღე და ქალურ ბედნიერებასთან ერთად ვუსურვო წინსვლა პროფესიულ საქმიანობაში”, – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის” დირექტორმა ვასილ გველესიანმა.
“სამთომეტალის” ხელმძღვანელის გოგი გოგიაშვილის თქმით, ქალბატონებს საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად პერსონალური მისალოცი ბარათებიც გადაეცათ, რომლებშიც გულწრფელი სურვილები ეწერა.
“მარტის თვის ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული აქცია გაიმართა, რომელსაც ჩვენი პროფკავშირული ორგანიზაცია ყოველწლიურად ახორციელებს. წლევანდელი დედის დღისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ, ქალბატონებს საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად პერსონალური მისალოცი ბარათებიც გადავეცით, რომლებიშიც ჩვენი გულწრფელი სურვილები დავუწერეთ. ვფიქრობ, ეს კარგი სახსოვარი იქნება მათთვის“, -აღნიშნა გოგი გოგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები