ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს (ვიდეო)

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც სხდომამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრებენ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა კიდევ რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას, შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერი არის, რადგან საუბარი ყველა აქტუალურ თემაზე იქნება.
„ყველა აქტუალურ თემაზე იქნება საუბარი და არ არის გამორიცხული, ამ საკითხზეც ვისაუბროთ. მოვიაზრები საქართველოს იმ გუნდში, რომელიც წაადგება ქვეყანას, აქედან გამომდინარე, ჩემი პარტიის დატოვების საკითხი არც განიხილება და მე პირადად არ განვიხილავ ამ საკითხს“, – განაცხადა ხაბარელმა.
სხდომის ვიდეოკადრებს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები