მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინ-ფორმატში შეძლებენ

პირველად საქართველოში, მასწავლებლებს მიეცემათ უპრეცედენტო შესაძლებლობა პროფესიული განვითარება ონლაინ-ფორმატში გაიარონ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ზოგადპროფესიული უნარების ონლაინ-კურსებს სთავაზობს.
4 მარტს ახალი ეტაპი დაიწყო, კურსის გავლის საშუალება მთელი საქართველოს მასშტაბით 250 დაინტერესებულ მასწავლებელს ექნება. კურსი მიმდინარე წლის 14 აპრილს დასრულდება. ონლაინ პროფესიული განვითარების კურსები პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე მომზადდა, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტს აერთიანებს.
ონლაინ-კურსები პედაგოგებს მისცემს საშუალებას, მათთვის სასურველ დროსა და ადგილას, ონლაინ-რეჟიმში გაიარონ პროფესიული განვითარება. ონლაინ-ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარება.
„ონლაინ ტრენინგკურსები საუკეთესო საშუალებაა მასწავლებლებისთვის მათთვის ხელსაყრელ ადგილას და დროს შეასრულონ კურსის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების აქტივობები. პროფესიული კომპეტენციის ამაღლებასთან ერთად, ონლიან-ფორმატში მუშაობა მასწავლებლებს ასევე დაეხმარებათ სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების სარგებლის უკეთ დანახვაში და ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაში“,- განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ნატალია ედიშერაშვილმა.
გასულ წელს პირველადი პილოტირება გაიარა და ზოგადპროფესიული უნარების კურსზე მუშაობა დასრულდა. პირისპირ კურსების ონლაინ-ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია ახორციელებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები