“მამია ფხაკაძის შესახებ მომზადებულ მასალაში ნოდარ მელაძემ და ქეთი ნადიბაიძემ ქარტიის პრინციპები დაარღვიეს”

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლე მამია ფხაკაძის შესახებ მომზადებულ მასალაში “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ და ქეთი ნადიბაიძემ ქარტიის პრინციპები დაარღვიეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა ქეთი ნადიბაიძემ ქარტის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები დაარღვიეს.
„მათ წინააღმდეგ ქარტიას მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ. ის სადავოდ ხდიდა 2019 წლის 16 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, „შაბათის კურიერში” მოსამართლეთა ფეშენებელური სახლების შესახებ გასული სიუჟეტის იმ ნაწილს, რომელიც მის საცხოვრებელ სახლებს ეხებოდა. ქარტიის საბჭომაც სიუჟეტის მხოლოდ ამ ნაწილზე იმსჯელა. საქმის განხილვის შემდეგ ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო ნაწილში ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა ქეთი ნადიბაიძემ ქარტის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები დაარღვიეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები