მამუკა ხაზარაძე: გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მივიღე და ეს წერილი მე მაქვს

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც ემუქრებოდა, რომ დაანგრევდა მისი და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციას, თუ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებდა.
“არჩევნების მეორე ტურის წინ, მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე – ეს წერილი მე მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ მან მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.
„წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები