ტაქსები ტექინსპექტირებას ყოველ 6 თვეში ერთხელ გაივლიან

ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ, რომლებიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ გაივლიან, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან.
ამით ცვლილება შევიდა ტექინსპექტირების რეგლამენტში, რომლითაც ტაქსების ტექინსპექტირება წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო.
რეგლამენტში შესული სიახლე ასევე შეეხო შემდეგ ვალდებულებებს:
· იდენტიფიკაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების ფერის დადგენის ვალდებულებას;
· მესაკუთრის ვალდებულებას – სატრანსპორტო საშუალების ფერის შეცვლის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;
· მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები