სოფლის მეურნეობის სამინისტროში CIB-ის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მესამე ფაზის (CIB) სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმ რიგი ცვლილებების განხორციელების პროცესში, რომლებიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებშია გათვალისწინებული“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს. წარმოდგენილი იყო ანგარიში ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების, ტექნიკური და საკადრო რესურსების შესაძლებლობების განვითარების შესახებ, რაც ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფარგლებში ხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და ევროკავშირის წარმომადგენელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები