გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შიდსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი შემცირებულია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 7521 აივ ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.
31 იანვრის მონაცემებით არვ მკურნალობას 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს, მათ შორის 46 (36+10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.6 % (2976) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.5% (3501) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3% (850) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 %(105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 %(50) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2758, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი – 641); შემდეგ იმერეთში 933 (ქუთაისი 455); აჭარაში 839 (ბათუმი – 543); აფხაზეთში (474); კახეთში (361) ქვემო ქართლში (387); შიდა ქართლში (285); გურიაში (157); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:

2014 წელს – 564;
2015 წელს – 717;
2016 წელს – 719;
2017 წელს – 631,
2018 წელს – 672.

2019 წელს გარდაიცვალა 24 აივ ინფიცირებული. 2018 წელს – 135, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი.

2019 წელს 15 გარდაცვლილიდან 18 მამაკაცია და 6 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 – ვაჟი, 42 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -103 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); 4 სისხლის რეციპიენტია; 2 პაციენტის ინფიცირების გზა დაუდგენელია.

საქართველოში რეგისტრირებულია 399 ორსული პაციენტი, მათთან ჩატარდა არვ პროფილაქტიკა.

აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები