რუსთავში CO-თი 7 ადამიანი მოიწამლა, მათგან 6 ბავშვია

წუხელ ღამით, რუსთავის მე-11 მიკრორაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია.
როგორც ირკვევა, დედა ბავშვებს აბაზანაში აბანავებდა, რა დროსაც, ერთმა მათგანმა გონება დაკარგა.
ბავშვები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ ღებინების შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.
როგორც “კვირას” საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ და ისინი სახლში უკვე გაწერეს.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები