ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

დღეიდან, ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. ამის შესახებ „კვირას“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს.
„თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან 2 თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.
ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული.
ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები