დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

დღეიდან საქართველოში გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით ნალექი შეწყდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დაბლობსა და ბარში -3, შიდა ქართლში შესაძლებელია -9 გრადუსამდე, დღისით კი +12, +14 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები