მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხორციელის კვირას აღნიშნავს

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
დიდმარხვის დაწყებამდე ეკლესია მორწმუნეებს უფლის საშინელ სამსჯავროს ახსენებს, რომლის წინაშეც ყველას მოუწევს წარდგომა. საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს ჰპოვებენ.
დღეს ასევე ხორცის აკრეფა მოხდება, რომლის შემდეგაც მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ.
საეკლესიო კალენდრით, ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც ეკლესიური ადამიანები კვირის განმავლობაში მხოლოდ რძის პროდუქტებს მიიღებენ.
ყველიერის ოთხშაბათიდან მორწმუნეები ღირსი ეფრემ ასურის ლოცვას იწყებენ, რომელსაც მთელი მარხვის განმავლობაში კითხულობენ და მეტანიებს ასრულებენ. ასევე, ყველიერის ხუთშაბათს შიოობაა, წმინდა შიო მღვიმელისა (VI) და ცხრა ყრმა კოლაელთა ხსენების დღე.
დიდმარხვა წელს 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები