3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღინიშნება. ეს დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააწესა.

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წინადადების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა, რომ: “1. დაწესდეს “დედის დღე”. 2. “დედის დღე” აღინიშნოს ყოველი წლის 3 მარტს და გამოცხადდეს უქმე დღედ. 3. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე რუსუდან ბერიძე 02/03/1993″,- წერია დადგენილებაში.

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტი ოფიციალური უქმე დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები