აბაშაში ავარიის დროს დაშავებულთაგან, 5 ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

აბაშაში ავარიის დროს 10 დაშავებულიდან, 5 ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისათვის, დღეს დილით, აბაშის გზაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა,. რის შედეგადაც 10-მდე ადამიანი დაშავდა.
შს სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები