ბოტანიკური ბაღი დედის დღეს საგანგებო ღონისძიებით აღნიშნავს

3 მარტს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფ მარი ნაკანის ფოტოგამოფენა, მასტერკლასი ქოთნის მცენარეების სწორად ჩარგვასა და მოვლის შესახებ, ასევე, სხვადასხვა გასართობი აქტივობები და გათამაშებები.
ღონისძიება 3 მარტს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში, „Event Square“-ში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები