საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 58 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – ვისკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 3 400 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)
