ამინდის მოკლევადიანი პროგნოზი

3 მარტს, დღის პირველ ნახევრამდე, საქართველოს მასშტაბით, ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება 4-9 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 3-8 გრადუსი.
რაც შეეხება თბილისს, აქ ჰაერის ტემპერატურა  7-9 გრადუსი იქნება.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 4 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თუმცა გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ნალექის შემცირების მიუხედავად, ღამის საათებში ძლიერი ყინვას ელიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით შედარებით მოიმატებს და აღმოსავლეთ საქართველოში 6-11 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში 14 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები