ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს.
შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაჭრილია ინკასატორი.
მათივე თქმით, „ლიბერთი ბანკის“ გვერდით მდებარე “სახალხო აფთიაქში” აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
დაჭრილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი წვივის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები