გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას პოლიტიკური დემაგოგიისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

“თბილისის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და მილიარდ ლარს გადააჭარბა. ველოდებით ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებას, რაც საბოლოოდ დაასრულებს ქალაქში ქაოტურ განაშენიანებას. პარკირების მიმართულებით კი ევროპულ პრაქტიკას ვამკვიდრებთ“, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს საკრებულოს სპორტისა ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება  პარკირების ევროპულ სტილზე გადასვლა. სწორედ ამიტომ ქალაქში 100-მდე ახალი ავტობუსი შემოდის და ეტაპობრივად, ავტოპარკის განახლება მოხდება.

გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას ამ თემაზე პოლიტიკური დემაგოგიისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ახალი გადასახადების დაწესებით, თანხები ვინმეს ჯიბეში მიდის – არის დემაგოგია და სხვა არაფერი.

„თანხა, რომელიც ზონალური პარკირებისთვის განისაზღვრება, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას მოხმარდება. თბილისში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ახალი გზები და ესტაკადები შენდება, მაგრამ ოპოზიციას არც ეს უხარია“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები