სოფიო ქაცარავა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, დიმიტრი გაბუნიასთან.
შეხვედრისას, მხარეებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში უფრო ეფექტური კოორდინაციის და კომუნიკაციის გასაძლიერებლად აქტიურ მუშაობას დაიწყებენ.
დიმიტრი გაბუნიამ სოფიო ქაცარავას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დაადასტურა სურვილი, რომ კომიტეტსა და ადმინისტრაციას შორის მუშაობა უფრო აქტიური და ფართო გახდეს.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო კვირებში განხორციელებულ ვიზიტებზე. განიხილეს სტრატეგიულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული საკითხებიც.
„საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია მნიშვნელოვანი როლი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კომიტეტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ხორციელდებოდეს თანმიმდევრული და კოორდინირებული მუშაობა, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ამ პროცესს და მეტ შედეგს მოგვიტანს. ამისთვის არსებობს მზაობა ორივე მხრიდან და მომავალში ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯებს გადადგმას”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები