ლევან ჟორჟოლიანი ოპოზიციას: თქვენი მხრიდან მხოლოდ არაკვალიფიციური ბრალდებები ისმის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ზონალური პარკირების საკითხის განხილვისას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა ოპოზიცია დადებითი სიახლეების გადაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.

“თუ ეცდებით, რომ გადაფაროთ ეს ყველაფერი, კვალიფიციურად მაინც გააკეთეთ და ცოტათი მაინც გაგვირთულეთ პასუხის გაცემა, თორემ ასეთი არაკვალიფიციური გამონათქვამები ალბათ არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოში არ ისმის“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანმა გენერალური გეგმის დამტკიცებისა და ქალაქის სწორი დაგეგმარების მნიშვნელობასა და “სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზეც ისაუბრა.

“როცა საუბრობთ იმაზე, რომ თურმე “სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტით ამ ქალაქში არაფერი შეცვლილა, უნდა შეგახსენოთ, რომ “სითი პარკი“ არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ პირობებს და ასევე არ შეასრულა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ვალდებულებები. გასაჩივრებული ჯარიმების 70% საქალაქო სამსახურის ან სასამართლოს მიერ ბათილდებოდა. როდესაც კერძო კომპანიას საჯარო უფლებამოსილებას გადმოგცემენ, შენ ხდები ადმინისტრაციული ორგანო ხელშეკრულებით, ეს კი გულისხმობს იმას, რომ საჯარო ინტერესები უნდა გაითვალისწინო და კორპორატიულ ინტერესებზე მაღლა დააყენო. დღეს ადამიანებს მანქანებს არ პარავენ და მათ კანონის შესაბამისად აჯარიმებენ. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკა, თუ როგორ არის ყველაფერი გაუმჯობესებული“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები