გიორგი ტყემალაძე: ოპოზიციის დღის წესრიგია, რომ ყველა გადაწყვეტილება უარყოფითად წარმოაჩინოს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდაზე განცხადება გააკეთა. მან ოპოზიციას მიმართა და დედაქალაქში განხორციელებული დადებითი ცვლილებები შეახსენა.

„გაკვირვებული ვარ იმით, რომ თქვენ ბიუჯეტის ცვლილებაში დადებითი ვერაფერი დაინახეთ. უხერხულია თქვენი მხრიდან იმ საკითხების კრიტიკა, რომელთა მიღებასაც თავის დროზე თქვენც მოითხოვდით. ზონალურ პარკინგზე იყო საუბარი. ეს პოზიტიური ნაწილიც გინდათ, რომ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოთ. აქ სითი-პარკი ახსენეს და მგონი უხერხულია ამ თემაზე საუბარი. ყველამ ვიცით, რომ ყოველთვიურად კერძო კომპანია თბილისის მოსახლეობისგან უდიდეს თანხებს იღებდა და ეს თანხები საზოგადოებრივ ტრანსპორტს რომ მოხმარებოდა, სრულიად სხვა მდგომარეობა გვექნებოდა“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები