“სასტუმროს ფანჯრიდან გადახტა” – “ნარკოტიკებით გაბრუებულმა” ქართველმა ოდესაში არეულობა მოაწყო(ფოტო)

ოდესის სასტუმრო “Zenith”-ში საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ადგილობისივი პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, არეულობა მოაწყო. მან სასტუმროს ოთახის ინვენტარი დაამტვრია და მესამე სართულიდან გადახტა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ოდესა ონლაინ” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, მდგმური საკუთარ ოთახში იმყოფებოდა, როდესაც მასთან უცნობი მამაკაცი საჭმლით მივიდა, მას შემდეგ კი რაც სტუმარი წავიდა, მამაკაცი “გაგიჟდა”, ის ყვიროდა და ოთახში დარბოდა. ის სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა და გასაღები ბუდეში ჩატეხა. გარკვეული დროის შემდეგ, მამაკაცი არაადეკვატურ მდგომარეობაში საკუთარი ოთახის ფანჯრიდან გადახტა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო პოლიციელებმა იმ დროისთვის ოთახი გახსნეს, ავეჯის დიდი ნაწილი და შუშა დამტვრეული იყო. იატაკზე ყავისფერი სითხით სავსე შპრიცები ეყარა. პოლიციის ცნობით, სასტუმროს ნომერ​ში 32 წლის საქართველოს მოქალაქე გიორგი დ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები