ლევან მამალაძე: ჩემს საქმეში არანაირი ოქრო-ნიანგები არ არსებობს, ეს მხოლოდ ყურისმომჭრელი PR-ი იყო

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ლევან მამალაძის საქმეში არანაირი ოქრო-ნიანგები არ არსებობს, ეს მხოლოდ ყურის მომჭრელი PR-ი იყო,- ამის შესახებ „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე აცხადებს.
მამალაძემ დღეს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ სკაიპ-პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი, როგორც კონკურენტის განადგურება, პირადი ანგარიშსწორების მიზნით დაგეგმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის „დამფუძნებელმა და ყოფილმა აქტივისტმა კობა დავითაშვილმა 25 თებერვალს TV- პირველის პირდაპირ ეთერში აღიაარა, რომ „მიხეილ სააკაშვილის დავალებით დაიგეგმა ლევან მამალაძის შავი პიარი და მისი ცუდ კაცად ქცევისთვის დიდ თანხა და დრო დაიხარჯა“.

„მიხეილ სააკაშვილმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით დაგეგმა ჩემი, როგორც კონკურენტის, განადგურება, ვინაიდან სააკაშვილი ღიად ვამხილე სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებაში. რუსეთიდან მოწვეული პოლიტ-ტექნოლოგების მეშვეობით და დაფინანსებით, გაავრცელა ჭორები მოგონილ ზოდებზე, ნიანგებზე, რაშიც დაარწმუნა საზოგადოება. ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ მამალაძის განადგურება ხალხს დადებითად მიეღო. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ჩემზე და ჩემს ოჯახზე სისხლიანი რეპრესიები განხორციელდა. მისივე დავალებით პროკურატურამ ყველაფერი გადაქექა და როცა ვერაფერს მიაგნო, ყოველგვრი მტკიცებულების გარეშე ჩემი ქონებრივი დეკლარაცია გამოაცხადეს დანაშაულებრივად. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მამალაძის საქმეში არანაირი ოქრო-ნიანგები არ არსებობს, ეს მხოლოდ ყურის მომჭრელი პიარი იყო, ბრალად წამიყენეს მანქნის შეძენაზე და ვიზა ბარათზე, რომელსაც 4 წლის განმავლობაში 6 ათასი დოლარის ბრუნვა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილია მანქანის შეძენის და ბარათზე შეტანის დამამსტურებელი დოკუმენტები, პროკურატურამ ამას იგნორირება გაუკეთა. სააკაშვილის დავალებით, ჩემს ოჯახში ნიღბიანების მივარდნები, ჩხრეკა და ძალადობა ყოველდღიურ ნორმად იქცა. სააკაშვილის მართულ რეპრესიებს შეეწირა ჩემი ბიძის, მამის, სიძის და ნათესავების სიცოცხლე. ვინც კი ახლობელი მყავდა, ყველა დაკითხეს, დააშინეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჩემი ოჯახი, სამ მცირეწლოვანი ბავშვით, ქუჩაში გამოყარეს და იძულებული გახადეს სამშობლოდან გადახვეწილიყვნენ. სააკაშვილმა რეპრესიებში თავგამოჩენილნი დააჯილდოვა, განსაკუთრებით მოწყალება უბოძა ვალერი გრიგალაშვილს, რომელიც თბილისის პროკურორად დააწინაურა. თავად სააკაშვილი პარლამენტის წინაშე თავს იწონებდა, რომ მამალაძე განდევნა პარლამენტიდან და ქვეყნიდან“, – განაცხადა მამალაძემ.
ლევან მამალაძე, მამის სიკვდილამდე მიყვანაში ბრალს დებს სააკაშვილს და ეჭვი აქვს გელა ბეჟუაშვილზე, რომელიც, მისი თქმით, ყოველგავრი საფუძველის გარეშე ასახელებდა მას ტელეგამოსვლებში.
„გელა ბეჟუაშვილს და დათოს კარგათ ვიცნობ, დადგენის პროცესში ვარ, რამდენად მიუძღვით წვლილი მამაჩემის სიკვდილამდე მიყვანაში. ეს სააკაშვილის დავალება იყო, თუ მათი ოლიგარქიული ინტერესი! არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჯგუფის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყოს ამ პიარის და ხელის შემშელი, რომ დავბრუნდე საქართველოში, ვინაიდან მათ კარგათ გამოსდით აფინანსონ სააკაშვილი და ამავდროულად, დაახლოებულნი იყვნენე დღევანდელ ხელისუფლებასთან“,- განაცხადა მამალაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა მასსა და მის ოჯახზე გატარებული რეპრესიების შედეგად, საქმის შეკერვის პროცესში, ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულებები.
„მუხლი 115 – თვითმკველელობამდე მიყვანა; 117 – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, 125 -ცემა, 126 -ძალადობა, 142 – თანასწორუფლებიანობის დარღვევა, 144-არადამიანური მოპყრობა, 146 – უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, 147- განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, 151 – მუქარა, 156 -დევნა, 332. – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, 333 – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, 335 – ჩვენების მიცემის იძულება, 341 – სამსახურებრივი სიყალბე, 370 -ცრუ ჩვენება, 372 – ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, 373- ცრუ დასმენა. შეგროვილი მასალები და ნოტარიალურად დამოწმებული მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურაში 2012 წლიდან 5-ჯერ იქნა შეტანილი (არჩილ კბილავილს 26.11. 2012; გიორგი ბადაშვილს #01/13-39087 24.04.2015; #01/13-94232 06/10/2015; ირაკლი შოთაძეს # 01/13-97438 09.12.2015; საქართველოს პრემიერ მინისტრს # 19135 11.06.2018 რეაგირებისთვის გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას). სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსიის მე-100-ე და 102-ე მუხლების თანახმად, მთავარი პროკურატურა ხსენებულ დანაშაულებებთან დაკავშირებით ვალდებულია აღძრას სისხლის სამართლის საქმე,ხოლო კოდექსის 301 მუხლის თანახმდ, განიხილოს წარდგენილი მასალები და სს საპროცესო კოდექსის 310-ე და 312-ე მუხლების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დფუძნებული შუამდგომლობა გადაუგზავნოს სასამართლოს, მაგრამ რეგირება დღემდე არ მომხდარა. პროკურატურა კანონს აღვევს და თავის უმოქმედობას ხსნიან იმით, რომ მამალაძესთან დაკავშირებით არსებობს უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი, საკითხი განიხილება პოლიტიკურ ჭრილში და მასზე რეგირება „ზემოდან უნდა იყოს ნებადართული“, – განაცხადა მამალაზემ.
მამალაძე აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული რეპრესიები, შეკერილი საქმე და დღევანდელი ხელისუფლების გულგრილობა, სააკაშვილის მიერ განხორციელებული შავი პიარის შედეგია, რაც კობა დავითაშვილმა თავის გამოსვლაში დაადასტურა.
„სააკაშვილმა იმდენი თანხა დახარჯა და მედია საშუალებები გამოიყენა, რომ ბინძური PR-ის შედეგები დღემდე მძლავრობს. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების მესვეურნი ამ ზეგავლენების ქვეშ არიან დღემდე. არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი განწყობილება შექმნილი აქვს ბიძინა ივანიშვილსაც. სააკშვილის ერთ დროს მხურვალე თანამებრძოლნი, ქართული ოცნების დამფუძნებელნი გახდნენ. ესენი ისეთივე თანამონაწილენი იყვნენ სააკაშვილი გეგმისა, მამალაძის „ ცუდ კაცად ქცევაში“, როგორ დავითაშვილი იყო“, – განაცხადა მამალაძემ.
მამალაძე აცხადებს, რომ მისი საკითხი არცერთ უწყებაში სამართლებრივი კუთხით არ განხილულა, რომლის ძირითად მიზეზად გავრცელებულ PR-ს ასახელებს. ამსათან დაკავშირებით მამალძე განმეორებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და იმედოვნებს , რომ კობა დავითაშვილი მისცემს უფრო ვრცელ ჩვენებას , ვიდრე მან განაცხადა TV პირველის ეთერში.
მამალაძე ამბობს , რომ იგი როგორც სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი და „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, კარგა ხნის განმავლობაში სწვლობს საინფორმაციო ველისა და PR- ტექნოლოგიების გავლენას სოციუმზე და აპირებს, საზოგადოებას გააცნო თავისი სამეცნიერო ნაშრომი „პარადიგმულ სინდრომთან დაკავშირებით“
„ვაპირებ მივმართო „ქართული ოცნების“ თავჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! მათ ამ ბოლო არჩევნებისას კარგათ დაინახეს, თუ როგორ მუშაობს სააკშვილისეული PR- ტექნოლოგია და როგორ ხდება სიცრუის თავსმოხვევა საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილზე. ვიმედოვნებ, გაერკვევიან ჩემს საქმეში, კანონის საფუძველზე მომეცემა საშუალება აღვიდგინო წართმეული უფლებები და დავბრუნდე სამშობლოში“- განაცხადა მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები