ანდრია ჯაღმაიძე: გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და, მეორეს მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე

„ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და, მეორეს მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატრიარქოში მამა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მამა ანდრიამ აღნიშნა, რომ შეწყალების შუამდგომლობით იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს.
„ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და, მეორეს მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე ან ერთი გზით შეგიძლია განავითარო მოვლენები, ან მეორე გზით. საპატრიარქომ თქვა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას სთხოვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
საპატრიარქომ რამდენიმე წუთის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.
რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები